გუდამაყრის კულტურულ-მითოლოგიური ტური

ეს ლაშქრობა უკვე ჩატარდა.
თუ შენთვის მხოლოდ ლამაზი ადგილების ნახვა საკმარისი არაა და გინდა მოისმინო ისტორიები, რომლებსაც ეს ადგილები ინახავენ, იმოგზაურო წარსულში და ახალი ცოდნაც მიიღო
წამოდი სადაქალოსთან ერთად გუდამაყარში.
გარდა იმისა რომ ამ მხარეში საოცარი ბუნებაა, გუდამაყარი საქართველოს უძველესი ისტორიულ-ეთნოგრაგიული მხარეა, სადაც წარსული და აწმყო ერთ დროში არსებობს.
ეს მხარე მდიდარია ხატ-სალოცავებით და მათთან დაკავშირებული საკრალური ცოდნით, ზეპირსიტყვიერებით, უძველესი ტრადიციებით და ულამაზესი სოფლებით.
ჩვენს ადგილობრივ გიდთან, სოფოსთან @sopho.beqauri ერთად მოვივლით ამ ადგილებს და მოვისმენთ ძალიან საინტერესო, უცნობ ისტორიებს.
- მთაში შემონახული ხატ-სალოცავებთან დაკავშირებული საკრალური ცოდნა,
- გუდამაყრელთა უძველესი წეს-ჩვეულებები,
- ლეგენდები და მითები, რომლებსაც მთა ინახავს,
- შემოდგომის ფერებში გაფერადებული ულამაზესი ბუნება,
- ძველი სასაფლაოები და ბევრი საინტერესო ისტორია გველოდება წინ.
ეს არ იქნება უბრალოდ ტური.
ეს იქნება დღე, როცა ბილიკზე გავლისას ისტორიასაც გავიგებთ, ბუნებაშიც დავისვენებთ და ახალ გამოცდილებებსაც შევქმნით.
- 31 ოქტომბერი, შაბათი.
- სირთულე: მარტივი
- ფეხით გასავლელი მანძილი: 4-5 კმ
- ფორმატი: მხოლოდ გოგოები (მაქსიმუმ 20 მონაწილე)
გასვლა: 09:00 სთ
დაბრუნება: 20:00 სთ
- შეკრების ადგილი: დიდუბის მეტროს ზედა ამოსასვლელი.
- ფასი: 75 ლარი
- ფასში შედის:
- მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით.
- 2 გიდი / გამყოლი,
- ფოტო-ვიდეო გადაღება ( სამოყვარულო )
- ჩაი / ყავა და სნექები.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
როგორ იყო ორგანიზებული
დიდუბის მეტროს ზედა ამოსასვლელი
31 ოქტომბერი 2026 · 09:00 → 20:00
რა შედიოდა
- მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
- 2 გამყოლი/გიდი
- ფოტო-ვიდეო გადაღება სამოყვარულო
- ყავა/ჩაი და სნექები
რა არ შედის
- კვება
ლაშქრობა მხოლოდ ქალებისთვისაა, 18 წლიდან. ჯგუფში მაქსიმუმ 20 ქალი.
უსაფრთხოება და წესებიდღის მიმდინარეობა
- შეკრება