გადასვლა მთავარ შინაარსზე

სალაშქრო ტური ქაბარჯინაზე - ყაზბეგი

შაბათი, 24 ოქტომბერი 2026 · 06:00

ჩატარდა · 24 ოქტომბერი 2026
სალაშქრო ტური ქაბარჯინაზე - ყაზბეგი

ეს ლაშქრობა უკვე ჩატარდა.

1 დღიანი დაუვიწყარი ლაშქრობა ყაზბეგში, მთა ქაბარჯინაზე, რომელიც 3141 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ქაბარჯინა არის ძველი ჩამქრალი ვულკანი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის შტოქედზე, მდინარე თერგისა და სნოსწყლის წყალგამყოფზე.

მოვწყდებით ქალაქის ხმაურს, ვილაშქრებთ ზღაპრულ ბუნებაში, გავიცნობთ ახალ ადამიანებს, დავტკბებით ხევის მწვერვალების დიდებული ხედებით, კომფორტულ და მეგობრულ გოგოების გარემოში აღმოვაჩენთ ახალ ულამაზეს ადგილებს, რომელიც 1 ნახვით შეგაყვარებს თავს.

სად მივდივართ?

მარშრუტს დავიწყებთ სოფელი უხათიდან, რომელიც არის ნასოფლარი ყაზბეგში, კობის თემში.

საწყისი სიმაღლე: ზღვის დონიდან 2150 მეტრი.

მაქსიმალური სიმაღლე – 2850 მეტრი.

ასაწევი სიმაღლე – 870 მეტრი,

მარშრუტს დავასრულებთ სოფელ სიონში, ზღვის დონიდან 1950 მეტრზე.

ერთი და იგივე გზას არ გავდივართ. ვიწყებთ უხათიდან და ჩავდივართ სოფელ სიონში, რაც ნიშნავს უფრო მრავალფეროვან და საინტერესო ბილიკს.

რას ვნახავთ?

  • მთა ქაბარჯინა
  • ხედები ხევის მწვერვალებზე ( უნისლო ამინდის შემთხვევაში ქაბარჯინიდან იშლება სასწაული ხედები )

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება ან გაუქმდება თუ გზასთან დაკავშირებით შეიქმნება რაიმე პრობლემა.

სირთულე: საშუალოზე რთული ( დამწყებებისთვის რთული )

აუცილებელია გქონდეთ სალაშქრო ჯოხები, ( ან 1 ჯოხი მაინც ) რადგან გვექნება მკვეთრი აღმართებიც და დაღმართებიც.

ტურზე მოგვიწევს მდინარის გადაკვეთაც. ( თუ დონე ცოტა აწეული იყო და ქვებზე ვერ გადავედით, მოგვიწევს ფეხზე გახდა და ისე გადასვლა, ამისთვის შეგიძლიათ წამოიღოთ სანდლები ან კროქსები, ან ფეხშიშველი გაივლით. )

ფეხით გასავლელი მანძილი: 16 კმ ( ორივე გზა )

ფორმატი: მხოლოდ გოგოები.

ტურზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 20.

  • თარიღი: 24 ოქტომბერი, შაბათი.
  • ასვლა: 6:15 ( ვიკრიბებით 6 საათზე, ლოდინის მაქსიმალური დრო 15 წთ, გავდივართ 6:15 -ზე )

დაგვიანების შემთხვევაში სამწუხაროდ ვერ დაგელოდებით და გამოეთიშებით ტურს.

  • დაბრუნება: 22:00 ( არის შანსი რომ დაბრუნების დრო შეიცვალოს სიტუაციიდან გამომდინარე, უფრო ადრე დავბრუნდეთ ან უფრო გვიან )
  • ლოდინის დრო: 15 წუთი ( ვიკრიბებით 6:00 – დან და გავდივართ 6:15 – ზე )
  • შეკრების ადგილი: დიდუბის მეტროს ზედა ამოსასვლელი
  • ფასი: 75 ლარი
  • ფასში შედის:
  • მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
  • 2 გამყოლი / გიდი
  • ფოტო-ვიდეო გადაღება

სამოყვარულო, არ მოგერიდოთ ფოტოს გადაღების თხოვნა 🙏

კვება ფასში არ შედის.
1 დღის სამყოფი საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და ვჭამთ ერთად.

საკვები მოიმარაგეთ წინა დღეს, რომ გზაში არ დაგვეხარჯოს დრო დამატებით მაღაზიასთან გაჩერებაში.

ორივე გზაზე გავჩერდებით გუდაურში სმარტთან, სადაც არის საპირფარეშოც. ( აქ შეგიძლიათ ბარათით გადახდაც, 1ლ ) + მაღაზია და საცხობიც არის.
უკანა გზაზე ღია იქნება დანქინიც.

  • რა უნდა წამოვიღოთ? ( რეკომენდაციები )
  • წყალი (1.5 – 2 ლიტრი)
  • კვება ინდივიდუალურია და მოგვაქვს 1 დღის სამყოფი.

ეცადეთ რომ არ წამოიღოთ მძიმე საკვები ( მაგალითად ბევრი ხილი, დაგიმძიმებთ ჩანთას )

  • კომფორტული სალაშქრო ფეხსაცმელი.
  • ჩაიცვით მთის შესაბამისი ტანსაცმელი (ამინდი ცვალებადია)

საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, ბაფი, ქუდი. ქაბარჯინაზე რომ გავჩერდებით, უმოძრაობაში შეგცივდებათ.

  • მზისგან დამცავი ( კრემი, სათვალე, ქუდი ).
  • სალაშქრო ჯოხები

ვინაიდან საკმაოდ დიდი სიმაღლე უნდა ავწიოთ, გვექნება მკვეთრი აღმართიც და დაღმართიც ბილიკზე, ამიტომ სალაშქრო ჯოხები აუცილებელია რომ გქონდეთ. ( ერთი ჯოხი მაინც )

– ინდივიდუალური აფთიაქი.

( თუ გაქვთ რაიმე დაავადება, ალეგია, ჯანმრთელობის პრობლემა ორგანიზატორები ჩააყენეთ საქმის კურსში ტურზე წამოსვლამდე )

გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი. ( ამას დავტოვებთ მარშუტკაში და არ დაგვამძიმებს ტურზე )

რეგისტრაცია:
ადგილის დასაჯავშნად აუცილებელია თანხის სრულად ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშზე:

( ვინაიდან ცოტა ადგილია, სადაც თანხას ჩარიცხავთ იქამდე დააზუსტეთ რომ დარჩენილია თავისუფალი ადგილი )

ტურზე ვერ წამოსვლის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება, არც იცვლება სხვა ტურში.

საქართველოს ბანკი

#GE57BG0000000604731152 ( მიმღები: ნატო ქავთარაძე )

რიცხავთ სრულად 75 ლარს.

თანხის ჩარიცხვის შემდეგ გამომიგზავნეთ ჩარიცხვის სქრინიც.

რეგისტრაციის დასასრულებლად აუცილებელია ამ ფორმის შევსება.

სხვა რაიმე კითხვა თუ გექნება მოგვწერეთ 💗

როგორ იყო ორგანიზებული

დიდუბის მეტროს ზედა ამოსასვლელი
24 ოქტომბერი 2026 · 06:00 → 21:00

რუკაზე ნახვა maps.app.goo.gl

რა შედიოდა

  • მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
  • 2 გამყოლი/გიდი
  • ფოტო-ვიდეო გადაღება სამოყვარულო

ლაშქრობა მხოლოდ ქალებისთვისაა, 18 წლიდან. ჯგუფში მაქსიმუმ 20 ქალი.

უსაფრთხოება და წესები

დღის მიმდინარეობა

  1. გასვლა
  2. ლაშქრობა ქაბარჯინაზე
  3. დაბრუნება თბილისში